მალხაზ მაჩალიკაშვილი – ვფიქრობ, ამ ხელისუფლებამ საბოლოოდ შეძლო ჩემი დამარცხება

მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვფიქრობ, ამ ხელისუფლებამ საბოლოოდ შეძლო ჩემი დამარცხებავფიქრობ, ამ ხელისუფლებამ საბოლოოდ შეძლო ჩემი დამარცხება, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისი ძმის შვილის მორის მაჩალიკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მორის მაჩალიკაშვილის დაკავება პარლამენტის წინ კარვის ხელმეორედ გაშლის საპირწონე შურისძიება იყო.

„ამ თერთმეტი თვის განმავლობაში ყველანაირი მცდელობა და შანტაჟი იყო, რომ გავჩუმებულიყავით. ვფიქრობ, რადგან მე მაინც გავშალე კარავი, სწორედ ამიტომ ჩემი ძმისშვილის დაკავება იყო შურისძიება, რასაც მას ედავებიან, ეს უბრალოდ სასაცილოა“, – . განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული პირების, მორის მაჩალიკაშვილის, ილია მემარნიშვილის, ბეჟან ლორთქიფანიძისა და გიორგი ქურდოვანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.