მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს20 ივნისის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი დააკავეს. როგორც “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, შსს-ს მიერ დაკავებულ პირთა შორის, მორის მაჩალიკაშვილიც არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ 20-21 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავეს.

საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.

რუსთავი 2