“მამას უნახავს, შუბლში ჰქონია ტყვია მოხვედრილი” – რა მოხდა გურამიშვილის 78-ში

"მამას უნახავს, შუბლში ჰქონია ტყვია მოხვედრილი" - რა მოხდა გურამიშვილის 78-შიადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის #78 კორპუსში მოკლული ორი ახალგაზრდის ცხედრები ერთ-ერთის მამამ ნახა. როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, მოკლულები არიან, დაახლოებით, 20-21 წლის ახალგაზრდები.

“მამას უნახავს. ამბობენ შუბლში აქვთ ტყვია მოხვედრილი. ისეთი კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ცუდს ვერავინ იტყოდაო. 7-8 საათისთვის მოხდა მკვლელობა”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მკვლელობა საცხოვრებელ კორპუსში მე-6 სართულზე დღეს საღამოს მოხდა. როგორც შს სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.