მამუკა ბახტაძეს ოქტომბერში დავით ბაქრაძე შეცვლის

 მამუკა ბახტაძეს ოქტომბერში დავით ბაქრაძე შეცვლისსაქართველოს შემდეგი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა, დავით ბაქრაძე იყოს.

“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, მამუკა ბახტაძეს ოქტომბერში აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე ჩაანაცვლებს.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, ამ დროისთვის დავით ბაქრაძესთან მომავალ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. დავით ბაქრაძე 2016 წლის დეკემბრიდან არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ელჩობამდე მას საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ბაქრაძე 2008 წლიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელია. 2008-2012 წლებში დავით ბაქრაძე მსახურობდა საქართველოს საელჩოში შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში, როგორც უფროსი მრჩეველი და საქმეთა დროებითი რწმუნებული.

2012 წლის აპრილიდან 2014 წლის ნოემბრამდე კი იგი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში.

“2020NEWS” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავით ბაქრაძის კომენტარის მოპოვებას ცდილობს.