მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარი გირაო შეეფარდათ

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარი გირაო შეეფარდათმამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდათ – სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუმადგომლობა და ისინი ქვეყანას თანხმობის გარეშე ვერ დატოვებენ.

პროკურატურა ორივე მათგანისთვის 1-1 მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, ბრალდების მხარე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 16 მილიონ ლარზე მეტი თანხის გათეთრებას ედავება.

წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.