მანჰეტენი 5 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი

მანჰეტენი 5 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილინიუ-იორკის ცენტრში იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა. მანჰეტენზე დაახლოებით 5 საათის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული იყო.

ავარია, რომლის შედეგად ჯამში 70 000-მდე ობიექტი დენის გარეშე დარჩა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები სამსახურები ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია და ენერგიის გათიშვის საფრთხე აღარ არსებობს.

ელექტროენერგიის გათიშვამ ბიზნეს და კულტურული დაწესებულებების გარდა ტრანსპორტის შეფერხებაც გამოიწვია. რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებული იყო მეტრო.

მანჰეტენზე დენის გათიშვა 1977 წელს მომხდარი მასშტაბური გათიშვის თარიღს ემთხვევა. გასულ საუკუნეში მომხდარი ამ გახმაურებული შემთხვევის დროს, როდესაც ნიუ-იორკი ჩაბნელდა, არაერთი ძარცვა და გატაცება მოხდა.

პრაიმ ტაიმი