მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა გუნდთან ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის გასამრჯელოდ კვირაში 300 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს. პოლ პოგბასთან ერთად რეშფორდი გუნდის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
ამრიგად რეშფორდმა მანჩესტერში დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა მას ბევრი კლუბი ეპატიჟებოდა, მათ შორის ბარსელონაც. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მას რეშფორდის დიდი იმედი აქვს.