”მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში” – ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პროკურატურა დატოვეს

”მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში” - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პროკურატურა დატოვესმამუკა ხაზარაძემ საგამოძიებო უწყება დატოვა. “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან პროკურატურას საბჭოთა პროკურატურა უწოდა.

მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის წაყენებულ ბრალს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად.

გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ბრალი გააცნო.

ხაზარაძე და ჯაფარიძე საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც უწყება დატოვეს.