მესი შესაძლოა თავისი გამონათქვამების გამო დაისაჯოს

მესი შესაძლოა თავისი გამონათქვამების გამო დაისაჯოსსამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ფედერაციამ შესაძლოა ლიონელ მესი თავისი გამონათქვამების გამო დასაჯოს და მას ორი წლით ნაკრებში თამაში აუკრძალოს. მესიმ განაცხადა რომ კოპა ამერიკაზე ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი და მსაჯები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ტურნირში ბრაზილიამ გაიმარჯვოს.

განსაკუთრებით ეს ბრაზილია-არგენტინის ნახევარფინალს შეეხო, როდესაც მესის აზრით მსაჯმა ბრაზილიის კარში ორი პენალტი არ დანიშნა. ლეომ ბრინჯაოს მედალიც არ აიღო და თქვა, რომ ამ კორუფციის ნაწილი არ იქნება.