მესუტ ოზილს და სეად კოლოშინაცს მძარცველები დაესხნენ თავს

მესუტ ოზილს და სეად კოლოშინაცს მძარცველები დაესხნენ თავსლონდონის არსენალის ფეხბურთელებს მესუტ ოზილს და სეად კოლოშინაცს ორი მძარცველი დაესხა თავს, როდესაც ისინი ოზილის მანქანაში იმყოფებოდნენ. მძარცველები დანებით იყვნენ შეიარაღებული და სავარაუდოდ მათ ოზილის ძვირადღირებული მანქანის გატაცება სურდათ, მაგრამ კოლოშინაცმა მათ ხელი შეუშალა და ცოტა ხანში პოლიციაც გამოჩნდა, თუმცა მათ დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს.

შემთხვევა თურქული რესტორნის სიახლოვეს მოხდა, სადაც ოზილი ხშირად დადის. როგორც ჩანს დამნაშავეები მას უთვალთვალებდნენ და იცოდნენ მისი მარშრუტის შესახებ.