მიხეილ გიორგაძეს ”ბასიანის” დირექტორი გიორგი დონაძე შეცვლის?

კულტურისა და განათლების მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილე მიხეილ გიორგაძემ სამინისტროს შენობა დატოვა. გიორგაძის შემცვლელთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

საინფორმაციო გამოცემების ერთ-ერთი ვერსიით, მიხეილ გიორგაძე შესაძლოა, ანსამბლ „ბასიანის“ დირექტორმა, გიორგი დონაძემ შეცვალოს. დონაძე ვანო ჩხარტიშვილთან და მის ოჯახთან დაახლოებული პირია.

კულტურის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

რუსთავი 2