მიწისძვრამ ათენში 2 შენობა დაანგრია – 3 ადამიანი დაშავდა

მიწისძვრამ ათენში 2 შენობა დაანგრია - 3 ადამიანი დაშავდაძლიერი მიწისძვრა მოხდა საბერძნეთში. ბიძგების სიმძლავრემ, რომელიც ყველაზე მეტად ათენსა და მის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში იგრძნობოდა, 5 მთელი 1 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრას დედაქალაქში ნგრევა მოჰყვა. მთლიანდ ჩამოინგრა ორი შენობა, რამდენიმე კი დაზიანდა, მათ შორის ქვეყნის პარლამენტის შენობაც.

წინასწარი მონაცემებით, ბიძგების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი და საკომუნიკაციო ხაზებიც.

რეგიონში ბიძგები ამ დრომდე გრძელდება, ყველაზე ძლიერი მათ შორის 4 მთელი 3 მეათედი მაგნიტუდის იყო.

მიწისძვრა ათენში 1999 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

,,ათენში ხალხი შოკშია!” – მიწისძვრის ფოტოები და ვიდეო