“მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას”- უგულავა გიორგაძის წასვლის მიზეზზე

"მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას"- უგულავა გიორგაძის წასვლის მიზეზზესაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის მიერ თანამდებობის დატოვებას, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა ეხმაურანა. მისი თქმით, მიხეილ გიორგაძის მიერ დასახლებული მოტივი, რომ ის სისტემიდან იმისთვის წავიდა, რომ ამ სფეროში ახალი ადამიანები მოვიდნენ სიცრუეა და ის მოხსნეს იმიდ გამო, რომ მისი სფეროს წარმომადგენლები რუსთაველზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობენ:

„მოედინება და მოაქვს მდინარეს. როგორც უსინდისოდ დაინიშნა ისე უსინდისოდ მიდის. სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია, წასვლის მიზეზად სტანდარტულ მოტივს “სისტემაში ახალ სისხლს” ასახელებს. სინამდვილეში, მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას და აბა რობიკას უფროსი გიორგაძე ისედაც არასდროს ყოფილა.“- წერს გიგი უგულავა.