მოურინიომ ჩინეთში მუშაობაზე უარი თქვა

ჟოზე მოურინიომ ჩინურ გუნდს უარი უთხრა, რომელიც მას წელიწადში 25 მილიონ ევროს სთავაზობდა. მოურინიოს თქმით მას მხოლოდ უმაღლეს დონეზე სურს მუშაობა, ამიტომ მისთვის ფული მთავარი არ არის.

ჟოზემ იტალიაში გადაბარგების სურვილზე ისაუბრა, მაგრამ ჯერჯერობით მას კონკრეტული ვარიანტები არა აქვს. შეგახსენებთ რომ მოურინიოს ბოლო გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, საიდანაც ის 18 დეკემბერს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაანთავისუფლეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი