მურთაზ ზოდელავა – “ივანიშვილმა 2 განკარგულება გასცა – ოქრუაშვილის დაკავება და სამხარაულის ბიუროს გაუქმება“

მურთაზ ზოდელავა - "ივანიშვილმა 2 განკარგულება გასცა - ოქრუაშვილის დაკავება და სამხარაულის ბიუროს გაუქმება““ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის მურთაზ ზოდელავას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში, ისევე როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში ბრალდების მხარეს რეალური მტკიცებულებები არ აქვს. ზოდელავა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის დაკავებას ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის რუსთავი2-თან დაკავშირებით გაფორმებულ დოკუმენტს უკავშირებს. ზოდელავას თქმით, სამხარაულის ბიუროში დადგინდა რომ დოკუმენტზე ნამდვილად ხალვაშის ხელმოწერა იყო:
„გუშინ ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობდა იმაზე, რომ ოქრუაშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა და მიიღო მყისიერად და დაუყოვნებლივ, რადგან მას შეატყობინეს იმის შესახებ, რომ ხელმოწერა ნამდვილად ქიბარ ხალვაშის იყო, იმ ერთ-ერთ დოკუმენტზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა წარადგინა სამხარაულის ბიუროში და როგორც შიდა წყაროები სახელისუფლებო, კულუარული წყაროები იტყობინებიან, გაიცა ორი განკარგულება გუშინ ივანიშვილის მიერ, ეს იყო, ერთი, დაუყოვნებლივ იქნას დაკავებული ოქრუაშვილი ნებისმიერი ფორმით და ასევე, გაუქმებული იქნას მთლიანად სამხარაულის ბიურო, რადგან მას მოახსენეს, რომ სამხარაულის ბიუროში დადგინდა, რომ ეს ხელმოწერა იყო ავთენტური.“ – განაცხადა ზოდელავამ.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადგინა, რომ ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი სკანდალური დოკუმენტი, რომელსაც ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ახლავს, ნამდვილია და დასკვნის გაყალბებაზეც უარი განაცხადა, ივანიშვილი ბიუროს გაუქმებით დაემუქრა. რა მიზეზებს მოიფიქრებს ოლიგარქი „სამხარაულის ბიუროს“ დასასჯელად ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას “ქართუ ოცნებაშიც” ეწინააღმდეგებიან.

ნიუპოსტი