“ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, პატივს ვცემ” – ივანიშვილი “რუსთავი 2”-ის საქმეზე

"ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, პატივს ვცემ" - ივანიშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე“რუსთავი 2”-ის საქმეზე, გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხვალ, 18 ივნისს გაასაჯაროებს.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველა გადაყვეტილებას რაც შეიძლება სტრასბურგმა მიიღოს ის და მისი გუნდი პატივს სცემენ.

“ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული „ქართული ოცნების“ წევრებისგან, აბსოლუტურად პატივს სცემს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, პატივს ვცემ,“- განაცხადა ივანიშვილმა.