ნეიმარი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

ნეიმარი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდესნეიმარის ბარსელონაში ტრანსფერი სავარაუდოდ არ შედგება, რადგან პსჟ 300 მილიონს ითხოვს და ბარსელონამ ანტუან გრიზმანი დაიმატა, ამიტომ კატალონიურ გუნდში ნეიმარის ადგილი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარის მამა ტურინში იმყოფება, სადაც იუვენტუსთან მოლაპარაკებებს გამართავს და შესაძლოა ნეიმარი იუვენტუსში ვიხილოთ.

თუმცა მთავარი დაბრკოლება ნეიმარის სატრანსფერო ფასია, რადგან პსჟ მის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ რომელიმე გუნდი 300 მილიონს გადაიხდის.