„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურაბა. ნიკა მელიას თქმით, ოკუპანტი ქვეყნის აგენტურა ნიღაბს იხსნის:
„ჩვენ თვალწინ იცვლება რეალობა, ჩვენ თვალწინ იხსნის (უკვე მერამდენედ) ნიღაბს ოკუპანტი ქვეყნის აგენტურა, ჩვენ თვალწინ ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა, რომელიც ავლენს გმირობას, უჩვეულო სიმამაცეს.
დიახ, იცვლება დრო და იცვლება როგორც გმირობის ჩადენის, გამოვლენის, ისე სამშობლოს, თავისუფლების დაცვის ფორმებიც და საშუალებებიც.
ვწუხვარ რომ ცნობილია მიზეზების გამო დღეს ვერ შევუერთდები ხალხს, რომელიც იცავს სამშობლოს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის.“- წერს ნიკა მელია.

