ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს

პროკურატურამ ნიკა მელიას დისტანციური კონტროლი დაიწყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოპოზიციის ლიდერს ელექტრონული სამაჯური რამდენიმე წუთის წინ დაუმაგრეს.

ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გადაადგილების შესახებ ძალოვან უწყებას ყველა ინფორმაცია ექნება.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური ხელზე დაუმაგრეს.