ნინო გოგუაძე – „ირაკლი ალასანიას ხაზარაძის გუნდში ყოფნას გამოვრიცხავ”

ნინო გოგუაძე - „ირაკლი ალასანიას ხაზარაძის გუნდში ყოფნას გამოვრიცხავ"რამდენად რეალურია ვერსია, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაში შესაძლოა ირაკლი ალასანიაც ვნახოთ? – ამ საკითხზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე საუბრობს:

_ ასეთი ინფორმაცია გაჩნდა სოციალურ ქსელებში, რომ შესაძლოა მამუკა ხაზარაძის გვერდით ირაკლი ალასანიაც ვიხილოთ. რა ინფორმაციას ფლობთ ამ საკითხზე?

_ ირაკლი ალასანიასთან მე მაქვს ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა. ის პოლიტიკაში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს. თუ დაბრუნდა ის დაბრუნდება თავის პარტიაში „თავისუფალ დემოკრატებში“. სამწუხაროდ ეს საკითხი – პოლიტიკაში დაბრუნება ჯერჯერობით მისთვის არ დგას. ასე, რომ მე გამოვრიცხავ იმ სპეკულაციას რაც სოციალურ ქსელში გაჩნდა.

ვიმეორებ, მასთან მაქვს ყოველდღიური, მეგობრული ურთიერთობა და ყველაფერი მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი იქნებოდა. ამ ეტაპზე ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. ვიმეორებ, თუ დაბრუნდება პოლიტიკაში, თავისუფალ დემოკრატებში დაბრუნდება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა