ნინო სუხიშვილი – “ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!“

ნინო სუხიშვილი - "ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!“გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ნინო სუხიშვილმა ფილმს პრობლემები შეუქმნა.

მისი თქმით, სუხიშვილების ხელმძღვანელმა ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა და მათ განუცხადა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ.

„რატომ არ შეიძლება რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!“, – უთხრა შეხვედრაზე მისულ ლევან აკინს ნინო სუხიშვილმა.

მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ“, – იხსენებს აკინი.

შეგახსენებთ, რომ ქართული გეი დრამა ბრიტანულმა ჟურნალმა კანის საუკეთესო ფილმების სამეულში შეიყვანა.

პრაიმ ტაიმი