ნუკრი ქანთარია – “გახარიას გარეშე შეტევას არავინ დაიწყებდა”

ნუკრი ქანთარია - "გახარიას გარეშე შეტევას არავინ დაიწყებდა"საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარიას თქმით, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს შეტევას შს მინისტრის ნებართვის გარეშე არავინ დაიწყებდა და ბუნებრივია, ამაზე დასტური გიორგი გახარიამ გასცა:
„შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, თავისთავად არის ბუნებრივი, რომ მისი ბრძანებით იყო დაწყებული, რომ წინ არცერთი ნაბიჯი არ გადაედგა არავის და შემდეგ, როდესაც იძულებულები გახდებოდნენ, მასთან მივიდოდნენ, ეს ჩემი ვარაუდია, მე ამას არ შევსწრებივარ, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასე იქნებოდა. მის გარეშე შეტევას არავინ არ დაიწყებდა. წარმოიდგინეთ ორი საათის განმავლობაში იტაცებენ მის კოლეგებს, არის შეურაცხყოფა, ცემა-ტყეპა და ესენი ითმენენ და უკვე თხელდება ეს კორდონი. ჩემი აზრით, ბუნებრივია, რომ გასცემდა დასტურს გახარია და ისინი გადავიდნენ შეტევაზე,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.