„ოქრუაშვილის საქმეზე  ჰიპოთეტურ შეფასებებზე პრეზიდენტის კომენტარი ვერ გაკეთდება“

„ოქრუაშვილის საქმეზე  ჰიპოთეტურ შეფასებებზე პრეზიდენტის კომენტარი ვერ გაკეთდება“პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია არ დარჩეს არც ერთი კითხვა არამხოლოდ ამ პროცესებზე, არამედ ყველა სამართლებრივი პროცესის პარალელურად უნდა გაეცეს ყველა შეკითხვას პასუხი, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე გაკეთებული შეფასებების კომენტირებისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, პრეზიდენტი ვარაუდების მიხედვით განცხადებას ვერ გააკეთებს.

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება მიმდინარე პროცესებზე, შეფასების გაკეთება, მაგრამ ჰიპოთეტურ შეფასებებზე პრეზიდენტის კომენტარი ვერ გაკეთდება. მეორე მხრივ, მთავარია გამოძიება წარიმართოს ობიექტურად და გამჭვირვალედ და ყველა შეკითხვას ამომწურავად კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცეს პასუხი. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს ასეც იქნება. ასევე ყველა მხარისთვის უზრუნველყოფილი იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო. ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი პრეზიდენტის შეფასებით”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში არ იყვნენ პოლიტპატიმრები, ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია არ დარჩეს საზოგადოებას კითხვა არც ერთ საქმეზე.

“პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია არ დარჩეს არც ერთი კითხვა არამხოლოდ ამ პროცესებზე, არამედ ყველა სამართლებრივი პროცესის პარალელურად უნდა გაეცეს ყველა შეკითხვას პასუხი. გარდა ამისა, ყველა მხარისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო”, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.