პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა – 17 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა - 17 ადამიანი დაიღუპაპაკისტანში საცდელი ფრენისას სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ხუთივე წევრი და 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

შემთხვევა საგარნიზონო ქალაქ რავალპინდიში მოხდა.

„შენობა, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა, სრულად განადგურდა“, – განაცხადა ოფიციალურმა სამხედრო პირმა შემთხვევის ადგილზე.

ქალაქი რავალპინდი დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მდებარეობს, სადაც პაკისტანის არმიის შტაბია განთავსებული.

იპნ