პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას შეეცადა

პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას შეეცადაპარლამენტის წინ, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქე პირის ამოკერვას შეეცადა.

როგორც ის აცხადებს, მას შემდეგ მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას, რაც მისი მოთხოვნა გახარიის გადადგომის შესახებ არ შესრულდა.

აქციის სხვა მონაწილეების ძალიახმევით, მას პირის ბოლომდე ამოკერვის საშუალება არ მიეცა. ამ ფაქტის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.