მმართველი გუნდის წევრის ზვიად ძიძიგურის თქმთ, ის პროპორციულ სისტემასთან დაკავშრებით ოპოზიციის წარმოდგენილ ინიციატივას არ იცნობს, რაც შეეხება კრიტიკას რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით გაჟღერდა ძიძიგური აცხადებს, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს კანონი, რომელიც ყველას მოწონს:
„არ ვიცნობ, ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, პრინციპზე ყველა ამბობს, რომ პროპორციული კარგია და დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ კანონს, რომელიც ყველას მოეწონება.“- განაცხადა ძიძიგურმა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც პარტიას შეუძლია, რომ პარლამენტში დეპუტატი 12 ათასი ხმის მიღებითაც კი შეიყვანოს, ის ბლოკების არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს
„როდესაც 12 ათასი ხმის მიღების შემთხვევაში შეგიძლია პარლამენტში შეიყვანო დეპუტატი და კიდე ბლოკს ითხოვ… ანუ ერთი 6 ათასს იღებ და მეორე 5 ათასს და ერთიანდებიან? ასეთ რამეზე ვლაპარაკობთ? ჩვენ 5%-იანი ბარიერი 3%-იანამდე ჩამოვიყვანეთ, ამ წუთას მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში, იგივე პოლიტიკური პარტიების მოთხოვნით, რომლებიც დღეს საარჩევნოდ 5%-იანი ბლოკის მომხრეები არიან. ახლა როგორც შეცვლება პოლიტიკური ვითარება, იმის მიხედვით პარტიებს გემოვნებები, მადები და ტემპერამენტები ეცვლებათ, მაგის მიხედვით კონსტიტუციას ვერ გადავწევთ.“- აღნიშნა ძიძიგურმა.

