ფრენკ ლამპარდი ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდა

ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი იქნება. ლამპარდი გუნდს რამდენიმე დღეში ოფიციალურად ჩაიბარებს და სამწლიან კონტრაქტზე ხელს მოაწერს. ფრენკი აქამდე დერბი ქაუნთის წვრთნიდა და გუნდი თითქმის გადმოიყვანა პრემიერ ლიგაში. ლამპარდის თქმით ის დიდხანს ფიქრობს დაბრუნებულიყო თუ არა ჩელსიში და საბოლოოდ მან თავის ყოფილ გუნდს უარი ვერ უთხრა.

შეგახსენებთ რომ ლამპარდმა ფეხბურთელობის დროს ჩელსიში 13 სეზონი გაატარა და 211 გოლის გატანა შეძლო. ის ჩელსის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი