“პოლიციელისთვის არ შემიგინებია” – სასამართლოში გურამ ფალავანდიშვილის პროცესი მიმდინარეობს

"პოლიციელისთვის არ შემიგინებია" - სასამართლოში გურამ ფალავანდიშვილის პროცესი მიმდინარეობსპოლიციელისთვის არ შემიგინებია. ყოფილა შემთხვევა, გადამიხდია ჯარიმა და ღირსიც ვყოფილვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში არაფერი გამიფუჭებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან ვასაძის თანამოაზრემ გურამ ფალავანდიშვილმა სასამართლოში განუცხადა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარებს.

როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც შეუგინებია.

“აბსურდული მიზეზით დამაკავეს. მეუბნებიან, თითქოს, პოლიციას შევაგინე და წინააღმდეგობა გავუწიე. ადრე გამიწევია წინააღმდეგობა, ამ შემთხვევაში მანქანაში ჩავჯექი, მითუმეტეს არ შემიგინებია. უბრალოდ ეს იყო მიზეზი, რომ იმ დღეს მოვეცილებინეთ, რადგან ხალხში დაძაბულობა იყო. არაფერი არ მოხდება, წესით არც ადმინისტრაციული სახდელი დამეკისრება. არც შემიგინებია და არც წინააღმდეგობა გამიწევია.ყოფილა შემთხვევა, გადამიხდია ჯარიმა, ღირსიც ვყოფილვარ, ამ შემთხვევაში არაფერი გამიფუჭებია”, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

სხდომაზე ფალავანდიშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე იმსჯელებენ.

გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცავებმა 20 ივნისს დააკავეს. როგორც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მასთან სამართალდამცავები გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, რა დროსაც, ფალავანდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.