პოლონეთში ქართველმა ქართველი დაჭრა

პოლონეთში, ქალაქ ვონგროვეცში საქართველოს მოქალაქე დანით დაჭრეს. ინციდენტი 13 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციამ ქუჩაში დაჭრილი მამაკაცი შენიშნა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. როგორც გამომძიებლებმა დაადგინეს, დაშავებული 34 წლის საქართველოს მოქალაქეა.

მოგვიანებით სამართალდამცველებმა დააკავეს 32 წლის ქართველი, რომელიც სავარაუდოდ, ინციდენტთან არის კავშირში.

მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი