პუტინი – ”გაბუნიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა მისთვის ზედმეტი პატივი იქნებოდა, წავიდეს, დაისვენოს 2 თვე”

პუტინი - ”გაბუნიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა მისთვის ზედმეტი პატივი იქნებოდა, წავიდეს, დაისვენოს 2 თვე”რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსთვის დამატებითი სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

”მე ამ სანქციებს არ დავაწესებდი, რადგან ქართველ ხალხს პატივს ვცემ. აი, გამოვიდა ერთი პიროვნება, რაღაცა წამობოდა, ვითომ რაღაცას წარმოადგენდეს. ადრე მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს და ამ თვალსაზრისით თავისას მიაღწია. 2 თვით ჩამოაშორეს საქმიანობას, წავა დასასვენებლად, მერე ისევ დაბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს.

მაგრამ საქართველოში ის ხალხიც არის, ვინც ამას აპროტესტებს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, სწორედ ამ ხალხის გამო არ ღირს დამატებითი სირთულეების შექმნა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში.

”გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მისთვის ზედმეტი პატივი იქნებოდა, იყოს და ილაპარაკოს ისევ”, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.