ქარმა ბავშვი აიტაცა და შუშის კარს მიანარცხა – ქარიშხალს საბერძნეთში 6 ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეო

ოთხშაბათს გვიან ღამით, საბერძნეთში, ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა 6 ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

ძლერს ქარს, წვიმა და შტორმი ახლდა თან, სტიქიამ შენობებს სახურავები გადახადა, ამოატრიალა ავტომობილები და დატბორა სასტუმროები. ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ადგილზე 100-ზე მეტი მაშველი მუშაობდა.

დაღუპულთა შორის არიან რუსი ტურისტი და მისი 2 წლის შვილი, რომელთაც მოგლეჯილი ხე დაეცათ, ცოლ-ქმარი ჩეხეთიდან, მათი ავტომობილი ქარიშხალმა ამოატრიალა. რესტორნის ჩამონგრეული სახურავის ქვეშ კი რუმინელი ტურისტი და მისი პატარა გოგონა მოყვნენ.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქარმა 8 წლის ბავშვი ჰაერში აიტაცა და მოპირდაპირე მხარეს შუშებს ძალიან ძლიერად მიანარცხა. ხოლო რუსი მამაკაცი და ბავშვი ხეებს შორის მოყვნენ.

რეგიონალური სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მსგავსი სტიქიური უბედურება საბერძნეთისთვის უპრეცედენტო ფენომენია.

ქარმა წალეკა მოსავალიც, რომელიც ფერმერებს 15 დღეში უნდა აეღოთ. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი კატასტროფა არ ახსენდებათ. განსაკუთრებით დიდი ზარალია ყურძენი, რომელიც პირველი საექსპორტო პროდუქტია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი