”ქართული ოცნება” ნაციონალებს 4%-ით უსწრებს – აირაიმ კვლევა ჩაატარა

”ქართული ოცნება” ნაციონალებს 4%-ით უსწრებს - აირაიმ კვლევა ჩაატარასაერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგი, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება, „ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა. არსებული ინფორმაციით, კვლევა 20-21 ივნისის მოვლენებამდე ჩატარდა. IRI კვლევის შედეგებს არ ასაჯაროებს და მას პარტიებს აცნობს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI ) კვლევის თანახმად, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, რესპოდენტთა ხმები შემდეგნაირად განაწილდა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 26%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/ გაერთიანებული ოპოზიცია 22%

„ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 7%

„პატრიოტთა ალიანსი“ 5%

„ლეიბორისტული პარტია“ 5%

„სამოქალაქო მოძრაობა“ 2%

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ 2%

„შენების მოძრაობა“ 2%

„გირჩი“ 1%

სხვა 1%

არავის 6%

არ ვიცი/ უპასუხოდ 22%