„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?” – სალომე სამადაშვილის წერილი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა

„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?" - სალომე სამადაშვილის წერილი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა„ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?” – გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის, წერილი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა.

სამადაშვილი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და წერს, რომ საქართველოს დასავლური მომავლისთვის ფუნდამენტური პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე გავრილოვი ან გახარია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მართვის სისტემას იმეორებს, მაგრამ ამის შედეგი რუსეთზე ასჯერ უფრო პატარა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებას ჰგავს.

“თუ ივანიშვილი წარმატებას მიაღწევს დემოკრატიის განადგურებაში, ეს იქნება პუტინის გამარჯვება და საქართველოს ტრაგედია. უფრო მეტიც, ეს იქნება დანაკარგი რეგიონში ამერიკული და ევროპული ინტერესებისთვის. ქართველი ხალხი ისევ და ისევ ირჩევს დასავლეთს, ახლა დასავლეთმა უნდა აირჩიოს საქართველო. დროა, ივანიშვილს შეახსენონ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, მასთან ერთად ან მის გარეშე,”- წერია სტატიაში.

სამადაშვილი ასევე წერს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ნათელი მესიჯი უნდა გააგზავნონ, რომ ივანიშვილმა პირობა შეასრულოს და ჩაატაროს სრულად პროპორციული არჩევნები, შეწყვიტოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკა და საჯაროდ აღიაროს, რომ მზადაა, დათმოს ძალაუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით, როგორც ეს 2013 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

“არსებობს ორი შესაძლო შედეგი: პუტინის არალიბერალიზმის მორიგი გამარჯვება ან შანსი, დაუმტკიცოს, რომ ის არასწორია.” – წერია სალომე სამადაშვილის სტატიაში.

ნიუპოსტი