ქეთი დევდარიანი – “ჩცდ-ს გავაგრძელებთ თუ არა, მალე გაიგებთ”

ქეთი დევდარიანი - "ჩცდ-ს გავაგრძელებთ თუ არა, მალე გაიგებთ"​სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი, გადაცემა „სირცხვილიას“ პირდაპირ ეთერში, პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე საუბრობს“.

მისი თქმით, ოფიციალურ განცხადებას, გაგრძელდება თუ არა სერიალი, უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებენ.

„ჩემი ცოლის დაქალები გადის უკვე რუსთავი 2-ზე მერვე წელია და სხვა არხებიდან როცა იყო შემოთავაზება ჩვენ არასდროს არ გადავსულვართ სხვა არხზე. კარგად  გვესმის პოლიტიკურადაც , რომ ჩვენი სერიალი ეხმარებოდა რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას და ეს ყველგან ასეა და სერიალები ზოგადად ამიტომ მოიგონეს, რომ დაეხმაროს არხის სარედაქციო პოლიტიკას.  ხელისუფლებასაც, რომ არ მოსწონს ეს სერიალი ესეც გასაგებია და არც არავინ შეგვეხვეწება ალბათ დარჩენას. ოფიციალურ განცხადებას ძალიან მალე გავაკეთებთ“ – აცხადებს ქეთი დევდარიანი

პრაიმ ტაიმი