ყარაჯალაში ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი გელა მიქელაძე დაიღუპა

ყარაჯალაში ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი გელა მიქელაძე დაიღუპათელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლში ხანძრის ქრობის დროს მეხანძრე-მაშველი გელა მიქელაძე დაიღუპა.

ის სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაზიანებები თავის არეში მიიღო.

მეხანძრე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ ექიმების თქმით, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

იგი სახანძრო სამსახურში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

ხანძარი 5-ოთახიან სახლში გაჩნდა. როგორც “რუსთავი 2”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩაქრობას 3 სახანძრო მანქანა ცდილობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.

ამ წუთისათვის, ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსთავი 2