გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც მანქანიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადმოვარდა, გარდაიცვალა.
ამის შესახებ qartli.ge-ს გარდაცვლილის შვილმა განუცხადა.
რაფიკ ლამაზოღლის თქმით, ექიმებმა გარდაცვალების ფაქტის დადგომის შესახებ, ცოტა ხნის წინ აცნობეს.
,,გორმედში” 57 წლის რამაზ ლამაზოღლი 22 ივლისიდან რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
რამაზ ლამაზოლღი 22 ივლისს სატვირთო ავტომანქანის ძარიდან გადმოვარდა და მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
დაშავებულის შვილი ამბობს, რომ გასარკვევია, თუ როგორ აღმოჩნდა მამამისი სატვირთო ავტომანქანის ძარაზე. შვილისთვის ცნობილია, რომ მამამისი მუშაობდა დასუფთავების სამსახურში, ხოლო სატვირთო ავტომანქანაზე არ უნდა აღმოჩენილიყო.
,,ვინ და რატომ დაავალა ბანერის გადატანა და სატვირთო ავტომანქანაზე ასვლა, გამოსაძიებელია” – ამბობს რაფიკ ლამაზოღლი.
ქართლი

