რეალი ისკოს 80 მილიონად ყიდის

რეალი ისკოს 80 მილიონად ყიდისმადრიდის რეალმა თავისი ნახევარმცველის ისკოს გაყიდვა გადაწყვიტა და მის ტრანსფერში მადრიდელები 80 მილიონს ითხოვენ. ისკოს შეძენა რამდენიმე ინგლისურ გუნდს სურს, თუმცა კონკრეტული წინადადება რეალს ჯერ არ მიუღია.

რამდენიმე წლის წინ ისკოს შეძენით იუვენტუსი იყო დაინტერესებული, მაგრამ მაშინ ესპანელმა ფეხბურთელმა რეალში დარჩენა ამჯობინა. ამჯერად როგორც ჩანს ისკოს რეალის დატოვება მაინც მოუწევს, რადგან ის ზიდანის გეგმებში არ შედის.