რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვარუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა კონსტანტინ ბოროვოიმ აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

მან ეს გადაწყვეტილება იმ მუდმივი თვალთვალის გამომიიღო, რომელიც მასზე იყო დაწესებული რუსეთში.

მან თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ მას მუდმივად დაჰყვებოდა ავტომანქანა. მაშინ მან სთხოვა უსაფრთხოების თანამშრომლებს, შეემოწმებინათ ინფორმაცია შესაძლო თვალთვალის შესახებ და მათ ეს დაუდასტურეს.

ამის გამო 2014 წლის დეკემბერში ბოროვოი ლოს ანჯელესში დასახლდა.

“2015 წელს კი მოკლეს ბორია ნემცოვი, ამიტომ როცა ახლა განახლდა პროფესიულ დონეზე თვალთვალი, მე გადავწყვიტე, მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ბოროვოიმ აღნიშნა, რომ თავშესაფრის მიღების შემთხვევაში ვერ შეძლებს რუსეთში რამდენიმე წლის განმავლობაში ჩასვლას. მან დაამატა, რომ მოუხდება სამუშაოს მოძებნა – ის ან ლექციებს წაიკითხავს, ან ბიზნესს წამოიწყებს.

1990-1992 წლებში ბოროვოი იყო რუსეთის სასაქონლო ბირჟის პრეზიდენტი. ამ წლებში მან შექმნა ეკონომიკური თავისუფლების პარტია. 1993 წელს რუსეთის დუმის დეპუტატი ამ პარტიის წევრი ირინა ხაკამადა გახდა.

თავად ბოროვოი დუმის წევრი 1995-2000 წლებში იყო. 2013 წელს მან პოლიტიკაში დაბრუნება სცადა და ვალერია ნოვოდვორსკაიასთან ერთად შექმნა პარტია “დასავლური არჩევანის” საორგანიზაციო კომიტეტი.

2014 წელს ნოვოდვორსკაია გარდაიცვალა და პროექტიც შეჩერდა.