სააკაშვილის პარტიამ უკრაინის არჩევნებში 1%-ც ვერ მიიღო

სააკაშვილის პარტიამ უკრაინის არჩევნებში 1%-ც ვერ მიიღოეგზიტპოლების მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა გაერთიანებამ“ უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში ხმათა 1%-იც ვერ მიიღო.

კერძოდ, ТСН-ის ეგზიტპოლის მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0,5% მიიღო, ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით კი – 0,4%.

არჩევნებში სოლიდური უპირატესობით პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა.