საჰაერო აკრძალვიდან 10 დღეში საქართველო ძალიან შეიცვალა – რუსი ექსპერტი

საჰაერო აკრძალვიდან 10 დღეში საქართველო ძალიან შეიცვალა - რუსი ექსპერტირუსი ექსპერტი, სერგეი კოლიასნიკოვი FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე ირონიულად და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აღნიშნა , რომ საქართველომ რუსეთთან 10 დღიანი დიპლომატიური დაპირისპირებით მნიშვნელოვნად იზარალა.

,,სწრაფი და რეალური მოქმედება საქართველოს მაგალითზე. საჰაერო მგზავრობის აკრძალვიდან 10 დღე გავიდა, რომლის შემდეგაც , ტურისტთა რაოდენობა ძალიან შემცირდა – ცარიელია ბაზრები, კაფეები, რესტორნები, ცარიელია ჯიბეები, თუმცა უკვე კონსტრუქციულად განწყობილი ქართველი დეპუტატების დელეგაცია მოსკოვში ჩამოფრინდა, რუსთავი 2-ის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს , საგარეო საქმეთა სამინისტროც შეშფოთებას აღარ გამოხატავს.

ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ 10 დღე გახდა საკმარისი ’’,- განაცხადა რუსმა ექსპერტმა.