სამეგრელოში ბაღში 60 წლის მამაკაცი იპოვეს – ის საავადმყოფოში გარდაიცვალა

სამეგრელოში ბაღში 60 წლის მამაკაცი იპოვეს - ის საავადმყოფოში გარდაიცვალახობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ნაპოვნი 60 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი ერთ-ერთმა ადგილობრივმა გუშინ იპოვა და პოლიცია გამოიძახა. ადგილობრივების თქმით, მამაკაცს თავის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა და ასევე ნეკნი ჰქონდა გატეხილი.

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცი წაიქცა და თავი დაარტყა. მეზობლების თქმით, გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ის სოფელში მარტო ცხოვრობდა ოჯახი კი თბილისში ჰყავს.
პაციენტს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიკოსთქან ინფორმაციით, მას ქალა ტვინის ტრამვა და თავის ტვინის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ნიუპოსტი