შალვა შავგულიძე – “ოქრუაშვილის საუბრიდან იკვეთება თაღლითობის ნიშნები ხალვაშის მხრიდან”

შალვა შავგულიძე - "ოქრუაშვილის საუბრიდან იკვეთება თაღლითობის ნიშნები ხალვაშის მხრიდან"„რუსთავი 2“-ის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის ხმაურიან ინტერვიუს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე ეხმაურება.
შავგულიძე ოქურაშვილის ინტერვიუზე დაყრდნობით, არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლებრივი დავა დაიწყოს. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის მხრიდან თაღლითობის ნიშნები იკვეთება.

„ალბათ, შეიძლება დაფიქრება აქ სისხლის სამართლებრივი კუთხითაც დავაზე, ვინაიდან თუ დადასტურდება ის გარემოებები, რაზეც ისაუბრა გუშინ ირაკლი ოქრუაშვილმა ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში, აქ იკვეთება მე, რა თქმა უნდა, ამას დადასტურებით არ ვამბობ, მსჯელობის საგნად მინდა გახდეს, აქ იკვეთება თაღლითობის ნიშნები, ქიბარ ხალვაშის მხრიდან. თუ იქნება სათანადო საჩივარი წარდგენილი პროკურატურაში და პროკურატურა იმსჯელებს ამაზე, შეიძლება გამოიკვეთოს ეს დანაშაული და ქიბარ ხალვაშის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, ეს იქნება ახლადაღმოჩენილი გარემოება სამოქალაქო წესით უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გადასინჯვისათვის, რომლითაც ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა “რუსთავი 2″-ის წილები და ის გახდა მესაკუთრე,” -აცხადებს შალვა შავგულიძე.

ნიუპოსტი