შერემეტიევოში მოსკოვი-ერევნის ბორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა – 8 ადამიანი დაშავდა – ვიდეო

შერემეტიევოში მოსკოვი-ერევნის ბორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა - 8 ადამიანი დაშავდა - ვიდეომოსკოვში შერემეტიევოს აეროპორტში „ნორვინდის“ თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

ავიაკომანია „ნორვინდი“ მოსკოვი-ერევნის რეისს ასრულებდა. სალონში უცნაური სუნი იგრძნობოდა, რის გამოც ხომალდის მეთაურმა აეროპორტის დისპეტჩერებს აცნობა. ევაკუაციისას დაშავდა 8 ადამიანი, ორი მათგანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. თვითმფრინავში სხვადასხვა მონაცემებით 179-დან 187 ადამიანამდე იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ავიალაინერმა აფრენა მფრინავის კაბინაში კვამლის გამო შეაჩერა, თუმცა საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებმა თვითმფრინავში ცეცხლის კერა ვერ აღმოაჩინეს. თვითმფრინავს ყველა ტექნიკური შემოწმება გეგმის მიხედვით აქვს გავლილი. შესაბამისი სამსახურები ავიალაინერის და ავიაკომპანიის დამატებით შემოწმებას ჩაატარებენ.

იპნ