სოლსკიაერი: ”მანჩესტერ იუნაიტედი ოთხეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს”

სოლსკიაერი: ”მანჩესტერ იუნაიტედი ოთხეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მანჩესტერისთვის მიუღებელია მეხუთე ან მეექვსე ადგილი და გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს:

”წინა სეზონი ჩვენთვის წარმატებული არ გამოდგა და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მანჩესტერ იუნაიტედს არ შეეფერება ოთხეულს მიღმა ყოფნა და ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება. ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება, რადგან ამისთვის ჯერ მზად არ ვართ”.