სპეცრაზმელ გიორგი ესიაშვილს 10.000 ლარიანი გირაო შეეფარდა

სპეცრაზმელ გიორგი ესიაშვილს 10.000 ლარიანი გირაო შეეფარდა20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას, იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს გიორგი ესიაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით 10.000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ამასთან, ესიაშვილს აეკრძალა საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქი სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებას გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებული სამართალდამცველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დეთანხმა. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მინიმალური ოდენობის გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

რაც შეეხება თავად შსს-ს თანამშრომლის პოზიციას, როგორც მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

დაკავებულ სამართალდამცველს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

იპნ