თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მამაკაცი გადახტა. სავარაუდოდ, მან თვითმკვლელობა სცადა.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მამაკაცი მტკვირდან დროულად გამოიყვანეს და მისი გადარჩენა შეძლეს.
ამ ეტაპზე მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.