თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 60 წლამდე ქალი მოკლეს.
შემთხვევა ქალაქ ამასიაში, გარდაცვლილის კუთვნილ სახლში მოხდა.
ქალს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
მეზობლების თქმით, მათ რამდენიმე გასროლა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.
ბოროტმოქმედმა, სავარაუდოდ, მიმალვა შეძლო.
ნიუპოსტი

