„ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის“ ფეხბურთელს, ტომ ბრედის კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს მას შემდეგ, რაც მან Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ გადახტა ის კლდიდან თავის 6 წლის ქალისვილთან ერთად.
„ეს არის უპასუხისმგებლობა. თქვენ ფოტოს გამო თქვენივე შვილის სიცოცხლით რისკავთ“, – წერს მომხმარებელი mallenartist-ი.
„საშინელებაა. ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ შვილს“ – მიიჩნევს feedthewarrior-ი.
„ბოდიში, მაგრამ ეს არ იყო კარგი იდეა. შენი შვილი შეიძლებოდა სერიოზულად დაშავებულიყო“, – დაწერა gwenoverman-მა.
ორ დღეში ვიდეორგოლი სოციალური ქსელის 2,5 მილიონმა მომხმარებელმა ნახა.
ბრედმა მთელი თავისი კარიერა „პეტრიოტსში“ გაატარა.
პრაიმ ტაიმი