ტოტენჰემს პაულო დიბალას ყიდვა სურს

ტოტენჰემს პაულო დიბალას ყიდვა სურსტოტენჰემმა გადაწყვიტა, რომ წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე უფრო აქტიური იყოს, ვიდრე შარშან და მათ იუვენტუსის არგენტინელ შემტევს პაულო დიბალას დაადგეს თვალი. დიბალას იუვენტუსიდან წასვლაზე უკვე ბევრს საუბრობენ და სავარაუდოდ პაულო ტურინს დატოვებს, რადგან ის მაურისიო სარის სქემაში არ ჯდება.

იუვენტუსი დიბალას ტრანსფერში 80 მილიონს ითხოვს და ეს შესაძლოა დაბრკოლება გახდეს ტოტენჰემისთვის. მხარეები უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებს გამართავენ.