თბილისში, წერეთლის გამზირზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველთა თქმით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, ამის შემდეგ კი ყვითელ მიკროავტობუსს შეეჯახა.
ერთ-ერთი დაშავებული მიკროავტობუსში მყოფი მგზავრია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ნიუპოსტი